ვახტანგ კახიძე



კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი,
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სიმფონიუსი ორკესტრის მთავარი დირიჟორი.

ოფიციალური ვებგვერდი: vakhtangkakhidze.com



ვახტანგ კახიძე 1959 წელს თბილისში, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. მუსიკის სწავლა მან 6 წლის ასაკში როგორც პიანისტმა დაიწყო. 1975 წელს მან დაამთავრა მუსიკალური სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. 1981 წელს მან დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კნსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი, ხოლო 1983 წელს კი იგივე კონსერავტორიის ასპირანტურა. მისი პედაგოგები იყვნენ ნიკოლაი სიდელნიკოვი –კომპოზიცია, ედისონ დენისოვი – ინსტრუმენტობის ხელოვნება და სხვები.
როგორც კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებში მუშაობს. მისი ნაწარმოებები შესრულებულია მოსკოვსა და პეტერბურგში, პოლონეთში, ბულგარეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, უნგრეთში, ფინეთში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, თურქეთში, ისრაელში, ინდოეთში, აშშ-სა და იაპონიაში. მას დაწერილი აქვს მუსიკა 60-ზე მეტი დრამატული სპექტაკლისთვის, 20 კინოფილმისა და მულტიპლიკაციური ფილმისთვის, მრავალი ჯაზ კომპოზიცია და პოპულარული სიმღერები.
1987-89 წლებში ვახტანგ კახიძე ეუფლებოდა სადირიჟორო ხელოვნებას მამამისის, მსოფლიოში ცნობილი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით. 1989 წელს მან სადირიჟორო მოღვაწეობა დაიწყო. მისი დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც მან იდირიჟორა საკუთარი ბალეტის “ამორძალები” რამდენიმე წარმოდგენა. 1993 წლიდან მუშაობდა თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად. საკონცერტო გამოსვლების გარდა იგი ახორციელებდა აუდიო ჩაწერებს ისეთი ცნობილი საერთაშორისო ხმისჩამწერი კომპანიებისთვის როგრიცაა “შონყ ჩლასსიცალ”და სხვა.
2002 წელს ვახტანგ კახიძე გახდა თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ამ წლების განმავლობაში მან იდირიჟორა 400-მდე კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც – რუსეთსა და იტალიაში (2004), სომხეთში (2009), ისრაელში (2016), გერმანიაში (2017/18), პოლონეთსა (2019) და თურქეთში (2019/2022).
მოწვეული დირიჟორის სტატუსით იგი გამოდიოდა ისეთ ცნობილ ორკესტრებთან და ანსამბლებთან როგორიცაა კიევის სიმფონიური ორკესტრი (1994), კამერული ანსამბლი “მოსკოვის სოლისტები” (1997/2005), პრაღის სიმფონიური ორკესტრი (1997), “კრემერატა ბალტიკა” (1999), სიმფონიური ორკესტრი “ახალი რუსეთი” (2003-2005). პეკინის სიმფონიური ორკესტრი (2005), პარიზის სამების ეკლესიის გუნდი და ორკესტრი (2006), გერმანული ანსამბლი “დელ-არტე” (2006/2008), ისრაელის კამერული ორკესტრი (2006/2009), ვალონიის სამეფო კამერული ორკესტრი (2008), ისრაელის კამერატა იერუსალიმი (2010/2014), იერუსალიმის სიმფონიური ორკესტრი (2016/2017), ჩრდილო დასავლეთ გერმანიის სიმფონიური ორკესტრი (2017), ანსამბლი “კობე”, იაპონია (2019) და სხვა.
2002 წლიდან ვახტანგ კახიძე უძღვება საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს “შემოდგომის თბილისი”, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს ცნობილ მუსიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. 2015 წელს კი მან დააფუძნა “ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი”, რომელიც წარმოადგენს თბილისის სიმფონიური ორკესტრის კოლაბორაციას ჯაზისა და პოპ მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავებთან.
ვახტანგ კახიძე გამოდიოდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან:
ვიოლინო – გიდონ კრემერი, ვიქტორ ტრეტიაკოვი, ვადიმ რეპინი, ლიანა ისაკაძე, ლიზა ბათიაშვილი, დიდიე ლოკვუდი, რომან სიმოვიჩი, ილია კონოვალოვი, ვაუტერ ფოსენი, ვოლფრან ბრანდლი, ალექსანდრე როჟდესტვენსკი.
ალტი – იური ბაშმეტი, ვილფრიდ შტრელე, დანილო როსი, ჟან პასკალ ოსვალდი, მილან რადიჩი.
ჩელო – ნატალია გუტმანი, ალექსანდრე კნიაზევი, გარი ჰოფმანი, ემილია ბარანოვსკა, ცვი პლესერი, კერსტინ ფელცი, ალექსანდრე ჰულსჰოფი, ბეატე ალტენბურგი.
ფორტეპიანო – ელისო ვირსალაძე, ნელსონ ფრეირი, ლიზა ლეონსკაია, მიხაილ რუდი, დიმიტრი ალექსეევი, ალექსანდრე კორსანტია, ალექსანდრე თორაძე, ხატია ბუნიათიშვილი, სეონგ ჯინ ჩო, ეთერი ანჯაფარიძე, ნინო გვეტაძე, დუდანა მაზმანიშვილი და სხვები.
საოპერო მომღერლები – ხოსე კარერასი, მაყვალა ქასრაშვილი, ნინო მაჩაიძე, იანო თამარი, სალომე ჯიქია, ანა აგლატოვა, ნინო სურგულაძე, ქეთევან ქემოკლიძე, ზურაბ სოტკილავა, ბადრი მაისურაძე, გიორგი ონიანი, გიორგი გაგნიძე, ლადო ათანელი, რამაზ ჩიკვილაძე, ეტი ბენ ზაკენი.
ჯაზისა და პოპ მუსიკის ვარსკვლავები - “თჰე Mანჰატტან თრანსფერ”, “Nეწ Yორკ Vოიცეს”, “თაკე 6”,“თჰე შწინგლეს”, Dე Pჰაზზ, ბობ ჯეიმსი, ივან ლინსი, პატი ოსტინი, დი დი ბრიჯვოტერი, რიჩარდ ბონა, ავიშაი კოენი. პაულა მორელენბაუმი.

კომპოზიტორები – მიშელ ლეგრანი, გია ყანჩელი, იოსებ ბარდანაშვილი, ეიტან შტეინბერგი, იარონ გოტფრიდი და სხვები.
ანსამბლები – “ლა სკალას კამერული ორკესტრი”, “მოსკოვის სოლისტები”, “კრემერატა ბალტიკა”, “ისრაელის კამერატა - იერუსალიმი”, “სტორიონი ტრიო”, “ბამბერგ ტრიო”, “იანოშკა ანსაბლი”, “მსოფლიო კვინტეტი კოლსილმხა”, ინგოლშტატის კამერული ორკესტრი, შვეიცარიის არმიის სასულე ორკესტრი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა”.

ვახტანგ კახიძე რამდენიმე ჯილდოს მფლობელია:

1981 – ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ახალგაზრდა კომპოზიტორთა
კონკურსის I პრემია
1997- თბილისის მერიის მიერ დაწესებული ჯილდო ხელოვნების
დარგში განსაკუთრებული მიღწევებისთვის “გაზაფხული”.
საქართველოს კინოაკადემიის მიერ დაწესებული პრემია
საუკეთესო კინომუსიკისთვის “ნატო”
1998, 2005 და 2013 – საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მიერ დაწესებული პრემია 2 წლის განმავლობაში დრამატული სპექტაკლისთვის შექმნილი საუკეთესო მუსიკისთვის.
2000 – საქართევლოს სახელმწიფო ჯილდო “ღირსების ორდენი”.
2010 /2021 – “შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია”
2013 – საქართველოს პრეზიდენტის “ბრწყინვალების ორდენი”.
2015 – საქართველოს მუსიკალური საზოგადოების მიერ დაწესებული “ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია”
2018 – თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება
2022 – შვეიცარიის ბიზნეს რეიტინგისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ დაწესებული ჯილდო “საუკეთესო საქართველოში”.