ი.გოგებაშვილი სახელობის საბავშვო და საყმაწვილი ლიტერატურული პრემიის დაჯილდოვების ცერემონიალი


17 დეკემბერი, პარასკევი


19 დეკემბერს თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გამოცხადებული კონკურსის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ ლაურეატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს თბილისის სიმფონიური ორკესტრი - დირიჟორი ვახტანგ კახიძე. პროგრამაშია: ზ. ფალიაშვილის, რ. ლაღიძის, ჯ. როსინის, ჰ. ბერლიოზის, ჟ. ოფენბახის, ჟ. ბიზეს, ი. შტრაუსისა და გ. მილერის ნაწარმოებები.






უკან დაბრუნება