ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა
21 ნოემბერი, ხუთშაბათი
21 ნოემბერს, 19:30-ზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონის ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი კონცერტი გელით
21 ნოემბერს, 19:30-ზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონის ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი კონცერტი გელით ვარსკვლავური შემადგენლობით.
„ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“
ანსამბლი „ბასიანი“ ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას შეასრულებს
მეორე განყოფილებაში კი პირველად საქართველოში, იოჰან სებასტიან ბახის „საშობაო ორატორიიდან“ მე-5 კანტატა, ავთენტიკური შესრულებით აჟღერდება.
კონცერტს, იან დისმას ზელენკას შედევრი - „წმინდა სამების მესა“ დააგვირგვინებს.
მონაწილეობენ:
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“
გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა
დირიჟორი - კორნელია ფონ კერსენბროკი
სოლისტები:
კრისტინა ფანელი / სოპრანო
ბენედეტა მაცუკატო / კონტრალტო
გეორგ პოპლუტცი / ტენორი
ფელიქს შვანდტკე / ბანი
სერჯო აცოლინი / ბაროკოს ფაგოტი
სტეფან ნოდილო / ბაროკოს ჰობოი, ფლეიტა
გაბრიელ გრამესკი / ბაროკოს ჰობოი
ანა ქურდოვანიძე / კლავესინი, ორგანი
დიეგო კანტალუპი / თეორბო, ბაროკოს გიტარა
https://www.biletebi.ge/
უკან დაბრუნება