'შემოდგომის თბილისი' ახლოვდება!


18 აგვისტო, კვირა


რიგით 32-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი 15 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება!

მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და მოწვეული სოლისტებისა თუ დირიჟორების შესრულებით იქნება წარმოდგენილი.

2024 წლის ფესტივალი მიეძღვნება ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის 35 წლის საიუბილეო თარიღს.


ფესტივალის კონცერტებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება 19 აგვისტოდან პორტალზე: www.biletebi.ge



https://www.biletebi.ge/






უკან დაბრუნება