ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი - ანსამბლი 'რუსთავი'

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი

12 ივნისი, შაბათი


12 ივნისს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლს „რუსთავი“. ის 1968 წელს შეიქმნა . თავისი არსებობის მანძილზე ანსაბლმა გამართა 5000-მდე წარმატებული კონცერტი მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში. „რუსთავს“ ჰქონდა გამოსვლები ისეთ პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში როგორიცაა „ოლიმპია“ და „სალ პლეილელი“ პარიზში, „ალბერტ ჰოლი“ ლონდონში, დიდი თეატრი მოსკოვში და ბევრი სხვა. სხვადასხვა პერიოდში „რუსთავმა“ ჩაწერა და გამოსცა 800-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, საეკლესიო საგალობელი და მათი განსხვავებული ვერსიები.



www.biletebi.ge






უკან დაბრუნება