თბილისის სიმფონიური ორკესტრის გასტროლი თურქეთში


20 აპრილი, შაბათი


25 აპრილს, ანკარის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის 36-ე სეზონს საზეიმოდ დახურავს, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, სოლისტის რანგში წარსდგება გამორჩეული, ახალგაზრდა მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე.
რიგით 36-ე ფესტივალი 4 აპრილიდან 25 აპრილამდე იმართება, მასში 9 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 400-მდე არტისტი იღებს მონაწილეობას.
ორკესტრის საკონცერტო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება პ.ჩაიკოვსკისა და ვ.ა.მოცარტის ნაწარმოებები.






უკან დაბრუნება