თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ბერლინის ფილარმონიაში


5 იანვარი, ხუთშაბათი


7 იანვარს გაიმართება თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ბერლინის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები "რუსთავი" და "მძლევარი", რომლებიც ორკესტრთან ერთად შეასრულებენ ვახტანგ კახიძის "საშობაო ტრილოგიას". ასევე, ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, შეასრულებს ლ.ვ. ბეთჰოვენის მე-3 კონცერტს ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.






უკან დაბრუნება