ბრაზილიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე
18 აპრილი, ოთხშაბათი
20 აპრილს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება ბრაზილიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის აღსანიშნავი საზეიმო კონცერტი, რომელიც საქართველოოში ბრაზილიის საელჩოს კულტურული ინიციატივაა და ემსახურება ბრაზილიური კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას.
თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და ბრაზილიელი პიანისტი მარი ანხელეს იგლესიასი შეასრულებენ ჰ.ვილალობოსის, რ.გნატალის, ო.ფერნანდესის, ე.აგუარისა და ე.კრიგერის ნაწარმოებებს.
უკან დაბრუნება