თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი პოცდამში


30 სექტემბერი, კვირა


27 სექტემბერს თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა გამართა კონცერტი პოცდამის ნიკოლაიზაალში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშე - დუდანა მაზმანიშვილი. ვახტანგ კახიძის დირიჟორობით გერმანელი მსმენელისთვის შეთავაზებულ იქნა ლ.ვ. ბეთჰოვენის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N3 და ა.დვორჟაკის სიმფონია N9. აღფრთოვანებული პუბლიკა მხურვალე ოვაციებით შეხვდა ქართველ მუსიკოსებს და დიდხანს არ უშვებდა მათ სცენიდან.






უკან დაბრუნება